|
2017-03-07 22:08:25, 1737 ნახვა
პოლიტიკა
სამადაშვილი: ევროპაში არის სრული კონსესუსი, რომ რ2-ის საქმე არის წითელი ხაზი, რომელზეც დემოკრატიის მომავალი გადის
გადაწყვეტილება აჩვენებს იმას, რომ დღეს ევროპაში არის სრული კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ რუსთავი2-ის საქმე არის წითელი ხაზი, რომელზეც გადის ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მომავალი, რომელზეც გადის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილმა ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საქმემ ძალიან ნათლად გამოაჩინა ის, რომ რუსთავი2-ის საკითხი იყო უკიდურესად პოლიტიზირებული. "ამ საქმემ ძალიან ნათლად გამოაჩინა ის, რომ, სამწუხაროდ, რუსთავი2-ის საკითხი იყო უკიდურესად პოლიტიზირებული საკითხი. მე ვფიქრობ, რომ ამ საქმის მიმდინარეობა, სრულიად ნათელი გახადა ყველასთვის, რომ არაფერი საერთო რუსთავი2-ის საქმე არა აქვს არც კანონის უზენაესობასთან, არც საკუთრების უფლებასთან და ეს არის პირდაპირ თავხედური მცდელობა საქართველოს ხელისუფლების, რომ წაართვას ტელევიზია მის კანონიერ მფლობელს და წაართვას ტელევიზიას მისი სარედაქციო დამოუკიდებლობა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)