|
2017-03-07 22:03:51, 1593 ნახვა
პოლიტიკა
ბაქრაძე: დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის
გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის, - ამის შესახებ ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა დავით ბაქრაძემ "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისი განცხადებით, პირველი დასკვნა გახლავთ სწორედ ის, რომ მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მტკიცების, რომ ეს არის კერძო დავა, ქონებრივი დავა ორ კერძო პირს შორის, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ ეს ასე არ არის. "დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ ხედავს, რომ ეს არის დავა ტელეკომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის, სადაც საფრთხე ემუქრება ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას, გამოხატვის თავისუფლება დღეს გახლავთ იმდენად მაღალი ღირებულების მატარებელი ელემენტები ჩვენი ცხოვრების, რომ მან საჭიროდ ჩათვალა, მიეღო ისეთი ზომები, რომელსაც მიიღებდა საფრთხეში, რომ ყოფილიყო რომელიმე ადამიანის სიცოცხლე", - განაცხადა დავით ბაქრაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებით ხელისუფლებას დიდი დარტყმა მიადგა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)