|
2017-03-07 19:34:24, 1863 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-მ აფხაზეთში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა
ეუთო-ს თავმჯდომარეობამ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა და ხაზი გაუსვა მის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. „ყურადღებით ვაკვირდებით ბოლო პერიოდში ადგილზე განვითარებულ მოვლენებს. ვფიქრობთ, ამ გადაწყვეტილებას არაერთი ნეგატიური შედეგი მოჰყვება, პირველ რიგში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილებისთვის. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ არსებითი დიალოგისაკენ და სწრაფი და პრაგმატული გადაწყვეტილებებისკენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ის შედეგები, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე შეიძლება აისახოს", - განაცხადა ეუთოს თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)