14:09 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 16:57:42, 1226 ნახვა

საზოგადოება
ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის წარმომადგენლებთან DCFTA ფარგლებში შესრულებული ვალდებულებები განიხილა

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში გათვალისწინებული “ევროკავშირი - საქართველოს სანიტარული და ფიტოსანიტარული SPS ქვეკომიტეტის” მე-2 სხდომა სასტუმრო თბილისი მარიოტში გაიმართა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს მიერ DCFTA-ის ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების საკითხები, ასევე ხელი მოეწერა ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების სამოქმედო გეგმას. აღნიშნული სამოქმედო გეგმის შესრულება საქართველომ  2015 წლიდან დაიწყო.

შეხვედრას ესწრებოდნენ ევროკიმისიის გენერალური დირექტორატის (DG SANTE, DG TRADE) წარმომადგენლები. ასევე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს,  შემოსავლების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების - სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელი პირები.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი პოზიტიურ დონემდე გაზარდა
YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთების გაყიდვა თიბისის მომხმარებლებისთვის 24 საათით ადრე დაიწყება
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics