21:31 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-06 21:39:26, 2150 ნახვა

სამართალი
ბონდო მძინარაშვილი: „რუსთავი2“-ის გადაცემა „60 წუთი“ მაშინდელ მაღალჩინოსნებს ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა

ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ხალხის პოლიტიკა“ ჟურნალისტმა ბონდო მძინარიშვილმა სკანდალურ ფაქტზე ისაუბრა. მისი თქმით, დავით დვალის მფლობელობაში ყოფნის  დროს, „რუსთავი2“-ის გადაცემა „60 წუთი“ მაშინდელ მაღალჩინოსნებს მათივე ოჯახის წევრებზე გადაღებული ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებდა.

„თქვენ ბრძანეთ, რომ 2004 წლამდე მანამ,  სანამ თქვენ მფლობელობაში იყო „რუსთავი2“, ის იყო თავისუფალი სიტყვის მებაირახტრე. თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ პროექტებზეც, რომელიც ხორციელდებოდა მაშინდელ ტელევიზიაში. ვგულისხმობ მაგალითად გადაცემა „60 წუთს“. ამ გადცემაში მაშინდელი რკინიგზის ხელმძღვანელს  დასდეს ბრალი,  შემდგომ სასამართლომ რკინგზის ხელმძღვანელი ჩხაიძე გაამართლა და „რუსთავი2“-ს  მოუწია ბოდიშის მოხდა. ამ გადაცემაში დასდეს ბრალი კულტურის  მინისტრს რიტუალურ მკვლელობაში,  ვალერი ასათიანმა იჩივლა, გაამართლა სასამართლომ და მოიხადა რუსთავი2-მა ბოდიში.

ეს გადაცემა გოგიჩაიშვილის 60 წუთი, აშანტაჟებდა მაშინდელ მაღალჩინოსნებს და ეუბნებოდა, თუ ის კონკრეტულად რაღაცას არ გააკეთებდა, გამოუქვეყნებდა მათი ოჯახის წევრებზე გადაღებულ ფარულ ჩანაწერებს. მე არ დავასახელებ ადამიანს იმიტომ, რომ გარდაცვლილია“,-მიმართა ბონდო მძინარაშვილმა „რუსთავი2“-ის ერთ-ერთ დამფუძნებელ  დავით დვალს, რომელიც გადაცემას ჩაერთო.

დვალმა კი უპასუხა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ არ იცის:

„მებაირახტრე არ მითქვამს. დღევანდელები იჩემებენ მაგას.არვიცი ამ ფაქტის შესახებ. რასაც მაშინ ვაკეთებდით, ვაკეთებდით ჩვენი რწმენით. მე არ ვამბობ, რომ შეცდომა არ დაგვიშვია. მაგ გადაცემისთვის ჩვენ სასამართლოში დავისაჯეთ, თუარ ვცდები 50 000 ლარი დაგვეკისრა და ბოდიშის მოხდა დაგვეკისრა, რადგან სრულიად მართლები იყვნენ ის მხარე, რომელმაც გვიჩივლა. მთავარია ცენზურა არ იყოს და იყოს სისტემა რეგულაციის ქვეყანაში, რომელიც დასჯადს გახდის დანაშაულს ჩადენილს  თუნდაც ჟურნალისტის მიერ. იყო შეცდომები, მაგრამ ეს არ იყო არავის კარნახით“,-აღნიშნა დავით დვალმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics