|
2017-03-06 19:58:36, 1729 ნახვა
პოლიტიკა
გაბრიელა ბატანი-დრაგონი: ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიზაციის პროცესში
ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში,-ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ უკვე წლების განმავლობაში გვაქვს ძალიან მჭიდრო და ღია დიალოგი საქართველოსთან. გვაქვს შემუშავებული მოქმედების სპეციალური გეგმა, კერძოდ თანამშრომლობის პროგრამა, რომლის მეშვეობითაც ვეხმარებით საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში. ჩვენ ერთად ვმუშაობთ სასამართლო სისტემის გაძლიერებაში და ასევე სხვა საკითხებში, რომლებიც მნიშვნელოვანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის", - განაცხადა გაბრიელა ბატანი-დრაგონიმ. მისივე თქმით, ევროპის საბჭო მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან და ამ კუთხით, აფასებს საქართველოს ხელისუფლების ძალიან დადებით დამოკიდებულებას ევროპის საბჭოსა და ადამიანთა უფლებების ევროპული სასამართლოს მიმართ, ასევე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას, საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)