|
2017-03-06 19:34:12, 1860 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო უწყება ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას გმობს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო უწყება გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების კიდევ ერთხელ უხეში დარღვევის გამო, მათ შორის 2016 წლის 30 ნოემბრის"2321" რეზოლუციის და გმობს 2017 წლის 6 მარტს, ფხენიანის მიერ განხორციელებული ბალისტიკური რაკეტის მორიგ გამოცდას. „საქართველო, როგორც ბირთვული გაუვრცელებლობის ხელშეკრულებისა და ბირთვული გამოცდების ყოვლისმომცველი აკრძალვის ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანა, იზიარებს საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთებას, რომ მსგავსი ქმედებები ემუქრება რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას“,-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)