|
2017-03-06 16:27:07, 1970 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გერმანიის ბუნდესტაგში გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელის, კარინ შტრენცის მიწვევით ბერლინში გაემგზავრა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები: ნინო წილოსანი, ლევან კობერიძე, ზაზა ხუციშვილი, ანრი ოხანაშვილი, სერგო რატიანი და პარლამენტის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ ნათენაძე არიან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ხელმძღვანელობს. საპარლამენტო დელეგაციის წევრები მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. დაგეგმილია შეხვედრები ბუნდესტაგის ვიცეპრეზიდენტთან და სხვადასხვა კომიტეტების ხელმძღვანელებთან. ასევე, შეხვედრები გაიმართება გერმანიის საგარეო საქმეთა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროებსა და ფედერალური კანცლერის სამსახურის წარმომადგენლებთან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება ბერლინურ-ქართული და ბრანდერბურგულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლებთან. გერმანიაში ქართველ კანონმდებელთა სამუშაო ვიზიტი 10 მარტამდე გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)