|
2017-03-06 09:50:05, 1913 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი: კონსტიტუცია პიროვნებაზე მორგებით არ იწერება
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, როცა საუბარია კონსტიტუციის ცვლილების აუცილებლობაზე, ამის არგუმენტებიც უნდა ჩანდეს. როგორც მარგველაშვილმა „იმედის დროში“ სტუმრობისას განაცხადა, თუ რატომ უნდა შეიცვალოს და გადაიხედოს კონსტიტუცია, საზოგადოებას არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია. ამასთან, პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუცია არც ერთ პიროვნებაზე მორგებით და მით უმეტეს, პიროვნების განცხადების ტონიდან გამომდინარე არ იწერება. „კონსტიტუცია იწერება საერთო თანხმობით. ამიტომ მქონდა პოზიცია, რომ მე, გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე ვყოფილიყავით კომისიის თანათავმჯდომარეები. მინდოდა, რომ პროცესი ყოფილიყო რაც შეიძლება გახსნილი. როდესაც გაჟღერდა კონსტიტუციის ფუნდამენტურ შეცვლაზე საკითხი, ასეთი ცვლილება აპრიორი გულისხმობს, რომ ამ ცვლილების მონაწილე ვართ ხალხი. იმიტომ რომ კონსტიტუცია არის ძირითადი თანხმობა როგორ ვიცხოვრებთ. ეს უნდა იყოს ხალხის დოკუმენტი," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "იმედის დროში".
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)