|
2017-03-04 15:01:14, 1744 ნახვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე იმპიჩმენტის წესზე მსჯელობენ
დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართავენ. სამუშაო ჯგუფების წევრებმა დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან განაახლეს, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს. „დღეს იმართება სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ საქართველოს პარლმენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ და დღეს უნდა განვაახლოთ დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული კონსტიტუციის შესაბამისი თავები შედის. საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)