|
2017-03-03 23:28:45, 1873 ნახვა
პოლიტიკა
აბაშიშვილი: ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო
ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი ევროსასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. მისი განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის. "გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტოა. ევროსასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა ის, თუ რას ნიშნავს რეალურად ევროპისთვის საქართველო. რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოში დემოკრატიას, რამდენად უფრთხილდება ევროპა საქართველოს სახელმწიფოებრიობას და რამდენად უფრთხილდება ევროპა ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ერთად ევროპაში, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, საქართველომ დაიჯეროს, რამდენად მნიშვნელოვანი პარტნიორია ის ევროპისთვის. დღეს ევროპამ საქართველო კიდევ ერთხელ აღიარა უმნიშვნელოვანეს პარტნიორად ისევ რუსთავი2-ის დამსახურებით", - განაცხადა აბაშიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)