11:55 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-03 19:32:08, 1442 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას დადებითად აფასებს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ამის შესახებ "ექსპრენისს" უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ანგარიშში საქართველოსთან დაკავშირებით ხაზგასმულია, რომ 2016 წლის განმავლობაში საქართველოს შსს-მ ამოიღო მნიშვნელოვანი ოდენობის არალეგალური ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის, ბათუმში, შავი ზღვის პორტში, 177 კგ ჰეროინი და სხვა ოპიოიდები. „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოძიებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს წარგზავნილი ჰყავს პოლიციის ატაშეები აზერბაიჯანში, სომხეთში, თურქეთში, უკრაინაში, ბელარუსში, პოლონეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, საბერძნეთსა და ესპანეთში. 2016 წელს საქართველომ ასევე წარგზავნა პოლიციის ატაშეები იტალიასა და შვედეთში“, - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ანგარიშში.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, 2016 წელს აშშ აგრძელებდა საქართველოს მხარდაჭერას ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით შესაძლებლობების გასაძლიერებლად, სამართალდამცველებისთვის ოპერატიული და სასწავლო კურსების საშუალებით. აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის ტრენინგები შემდეგ თემებზე: ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით გამოძიების წარმოება; კინოლოგიური შესაძლებლობების განვითარება; კომპლექსური და კონსპირაციული გამოძიება; აეროპორტში ნარკოტიკების აკრძალვა; სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარება.

ანგარიშში ასევე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წელს აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციამ (DEA) თბილისში, აშშ-ს საელჩოში ოფისი გახსნა და მუდმივი წარმომადგენელი - ატაშე დანიშნა.

„საქართველოს მთავრობა კვლავ გამოხატავს ამერიკის შეერთებულ შტატებთან შემდგომ თანამშრომლობის ძლიერ ინტერესს“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics