|
2017-03-03 19:23:14, 1741 ნახვა
პოლიტიკა
EPP-ის ვიცე-პრეზიდენტი: ვიდრე არ გაირკვევა „რუსთავი 2“-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს
ვიდრე არ გაირკვევა რუსთავი2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, - ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ განაცხადა. მისი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. „ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო. ასეთ ვითარებაში, ვიდრე არ გაირკვევა რუსთავი2-ის ბედი, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს აქვს ყველა საბაბი, რომ თავი იგრძნოს მოტყუებულად საქართველოს მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელიც კულისებიდან იმართება ივანიშვილის მიერ“, - აღნიშნა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ. მან აღნიშნა, რომ ის მიმართავს კომისიას, რათა სავიზო რეჟიმის ამოქმედების გადაწყვეტილების გამოქვეყნება შეაჩეროს. „თუ საქართველოს მთავრობა ფიქრობს, რომ გაგრძელდება ასოცირების პროცესი ისე, თითქოს არაფერი მოხდარა, მაშინ შევახსენებ, რომ ამ პროცესს დასასრულიც აქვს", - განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)