2017-03-03 14:55:46, 1477 ნახვა
საზოგადოება
4, 5 და 6 მარტს, ზესტაფონის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
4, 5 და 6 მარტს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ინფორმაციას „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ავრცელებს:
„2017 წლის 4, 5 და 6 მარტს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, 220კვ ეგხ "აჯამეთი 2"ზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირს, როდინაულს და ხენთაროს, სულ 2200 აბონენტს, ასევე 6 და 7 მარტს, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე სოფელ პირველ სვირს და ხოხოულას, სულ 1428 აბონენტს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან