11:02 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 22:38:10, 1613 ნახვა

საზოგადოება
ოხანაშვილი თეთრუაშვილზე: მოვალეობის შესრულების პერიოდში მქონდა დაძაბული ურთიერთობაც

მქონდა ახლო ურთიერთობაც, მქონდა დაძაბულობაც ჩემი მოვალეობის შესრულების პერიოდში, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა შორენა თეთრუაშვილზე საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი განცხადებით, თეთრუაშვილთან ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

შეკითხვაზე შორენა თეთრუაშვილი ცდილობდა და ვერ ერეოდა, თუ არ ეროდა მის საქმიანობაში, სოსო ოხანაშვილმა პასუხისგან თავის შეკავება ამჯობინა.

მისი თქმით, საპატრიარქოდან წამოსვლის შემდეგ გაცილებით კარგად შეაფასებს მოვლენებს, რისთვისაც დრო სჭირდება. 

„მქონდა ახლო ურთიერთობაც, მქონდა დაძაბულობაც ჩემი მოვალეობის შესრულების პერიოდში. შეიძლება ასე ითქვას, რომ ბოლო დროს არც ისე სახარბიელო“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics