11:03 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 14:37:53, 1351 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი: დევნილთა და განსახლების სამინისტრო იპოთეკურ სესხს 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე,  იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი. სამინისტროს 2017 წლის ბიუჯეტში იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 მილიონი ლარი გამოიყო.

დევნილი ოჯახების შერჩევა, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს, მინისტრის N320-ე  ბრძანების შესაბამისად, სოციალური კრიტერიუმებისა და დევნილი ოჯახების სულადობის გათვალისწინებით მოხდება.

წარმატებით იმუშავა „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის“ საპილოტე პროექტმა, რომლის ფარგლებში სამინისტრომ სესხი  93 ოჯახს უკვე დაუფარა.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე განაცხადები 2017 წლის 15 მარტამდე მიიღება.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics