|
2017-02-28 13:02:12, 1468 ნახვა
პოლიტიკა
ნიგერია ელექტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით დაინტერესდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალ სეგმენტში მონაწილეობის ფაგლებში, ჟენევაში შეხვედრა გამართა ნიგერიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჯოფრი ონიემასთან. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრმა კმაყოფილებით აღნიშნა ბოლო პერიოდში აფრიკულ ქვეყნებთან წარმატებული თანამშრომლობა. მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებით აღინიშნა განათლების სფეროში აქტიური თანამშრომლობა და ნიგერიის მხრიდან საქართველოს მიერ გატარებული რეფორმების მიმართ დიდი ინტერესი. ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ნიგერიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დაინტერესება გამოხატა ელეტრონული მმართველობის სფეროში საქართველოს გამოცდილებით, ერთი ფანჯრის პრინციპით მოქალქეების მომსახურებისა და მათ შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იდეის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან ანალოგიური მომსახურება გაეწიოს იურიდიულ პირებსაც. მიხეილ ჯანელიძემ გამოთქვა მზადყოფნა საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ ნიგერიელებს და ამ მიზნით კოლეგა საქართველოში მიიწვია. კმაყოფილებით აღინიშნა საერთაშორისო ფორმატებში ნიგერიისა და საქართველოს თანამშრომლობა. ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვდა ტუნისისა და კოტ დიუვარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ქემაიეს ჯინაოუისს და მარსელ ამონ ტანოსს. ტუნისის საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ტუნისში მიხეილ ჯანელიძის მოსალოდნელ ვიზიტს, რაც მხარების შეფასებით ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებას.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)