|
2017-02-28 12:44:16, 1552 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დანიელ კოლეგას შეხვდა
ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ანდერს სამუელსს შორის შეხვედრა გაიმართა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დანიელმა კოლეგამ კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოსთან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქართველ ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი წარმატება. თავის მხრივ მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა დანიას საქართველოს აქტიური მხარდაჭერისთვის საერთაშორისო ასპარეზზე, როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მიხეილ ჯანელიძემ დანიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს სამომავლო გეგმებზე ევროპული ინტეგრაციის გზაზე. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ევროპული იდეის მიმართ ქართველი ხალხის ურყევ მხარდაჭერას, რაზეც ქვეყნის ფარგლებში ჩატარებული არაერთი კვლევა მეტყველებს. ევროპული ინტეგრაციის გზაზე უახლოესი პერიოდის მთავარ ამოცანებად ინსტიტუციური დაახლოება, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება და „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის სამზადისი დაასახელა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკას, რაც ასევე მიზანს ისახავს ევროკავშირთან თანამშრომლობის სიკეთეებით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მხრიდან სარგებლობას. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ფარგლებში თანამშრომლობას. მიხეილ ჯანელიძემ კოლეგა საქართველოში მოიწვია.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)