2017-02-27 19:54:55, 1540 ნახვა
საზოგადოება
23:30 საათიდან 00:00 საათამდე მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით გადაიკეტება
თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 27 თებერვალს, ღამის 23:30 საათიდან 00:00 საათამდე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მეტეხის გვირაბი ორთაჭალის მიმართულებით, ხოლო 00:00 საათიდან 00:30 საათამდე, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით.
აღნიშნულ პერიოდში, თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გადამწვარი ნათურების გამოცვლას განახორციელებს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან