|
2015-01-13 11:06:28, 2781 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყანა რეგიონალური ცენტრია, ეს გასათვალისწინებელია
საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველო ერთი შეხედვით შესაძლოა მომგებიან ბაზრად არ აღიქმებოდეს, მაგრამ ჩვენი ქვეყანა რეგიონალური ცენტრია, რაც გასათვალისწინებელია. ამის შესახებ ღარიბაშვილმა საქართველო–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა. „გარდა იმისა, რომ საქართველოს ბიზნესგარემოსთვის ხელსაყრელი გარემო აქვს, იგი განსაკუთრებული ადგილმდებარეობითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, ისევე როგორც ესტონეთის, არის მცირერიცხოვანი, ერთი შეხედვით მომგებიან ბაზრად შეიძლება არ აღიქმებოდეს, მაგრამ სულ სხვა სტრუქტურას დავინახავთ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის რეგიონალური ცენტრია. ჩვენი ქვეყანა არა მხოლოდ სამხერთ კავკასიის ცენტრი გახლავთ, არამედ არის ცენტრალური აზიის და ევროკავშირის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის ერთგვარი დამაკავშირებელიც. რაც უდაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)