|
2017-02-27 13:06:33, 1468 ნახვა
პოლიტიკა
დიმიტრის ავრამოპულოსი: საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის, გვჯერა, მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ მიგრაციის, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარდიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს. ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსის განცხადებით, ქვეყნის პრეზიდენტთან გაიმართა უმნიშვნელოვანესი დისკუსია საქართველოს ევროპულ პერპესქტივებზე. „მე მუდმივად აღვნიშნავდი და პრეზიდენტთან შეხვედრისას დღესაც გავიმეორე, რომ ჩვენ საქართველოს განვიხილავთ როგორც მოწინავე ქვეყანას ფართო, ევროპულ სივრცეში. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა წამოწყების და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან მალე შევიმუშავებთ პოზიცასსაქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე; მე პირადად ვმუშაობდი ამ საკითხზე. დღეს მე ევროკავშირის კომისარი და ასევე საქართველოს ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი ვარ. ეს ნაწილობრივ იმასთანაცაა დაკავშირებული, რომ ბერძენი ვარ და ქართველებს და ბერძნებს ყოველთვის წარმატებული ისტორიული ურთიერთობები ჰქონდათ. შესაბამისად, საქართველო ევროპულ გზაზე მარტო არ არის. ჩვენ მის გვერდით ვდგავართ და გვჯერა, რომ მალე ვიზეიმებთ ამ დიდებულ მომენტს ქართველმეგობრებთან. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტი ბრძენი ლიდერია, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ საქართველომ შეაღოს ევროპის კარი. მისი პოლიტიკურიღირებულებები ემთხვევა იმ პრინციპებს და ღირებულებებს, რომელზედაც აგებულია ევროპა", - განაცხადა ევროკომისარმა. პრეზიდენტის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივნის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველო ვიზალიბერალიზაციის ფინალურ ეტაპზეგადავიდა,რომელიც ვიზალიბერალიზაციის უკვე საბოლოო გაფორმებას გულისხმობს. მისი განცხადებით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს შესრულებული აქვს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითგათვალისწინებული ყველა ვალდებულება. „კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის როლი, რომელსაც საქართველო ასრულებს და რისი გაკეთებაც შეუძლია მას ევროკავშირისთვის, ევროპული იდენტობისთვის, საერთო ევროპული მომავლისა და საერთო ევროპული კეთილდღეობისათვის", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)