09:01 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 09:57:05, 2085 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დღეს იმსჯელებს

ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების საბჭომ (COREPER) საქართველოს ვიზალიბერალიზაციასა და ე.წ. შეჩერების მექანიზმს მხარი დაუჭირა.

როგორც „რადიო თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, ევროკავშირის საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე 27 თებერვალს იმსჯელებს.

”ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი მისცეს შეჩერების მექანიზმს და საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ევროკავშირის მინისტრები ამას 27 თებერვალს დაამტკიცებენ”, - წერს იოზვაკი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დაუჭირა მხარი. 553 ევროპარლამენტარი უვიზო მიმოსვლის დაწესების მომხრე იყო, ხოლო 66 წინააღმდეგი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებებისთვის ემზადება
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics