2017-02-26 15:16:33, 1547 ნახვა
საზოგადოება
წყალტუბოს რაიონ სოფელ ზედა მესხეთში ყაჩაღობა მოხდა
წყალტუბოს რაიონ სოფელ ზედა მესხეთში ყაჩაღობა მოხდა.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ერთგული შალამბერიძეს რამდენიმე პირი დაესხა თავს.
დაზარალებულის ნათესავების განცხადებით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან