09:17 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 15:49:08, 1866 ნახვა

საზოგადოება
კულტურის დარგის ცენტრალურ და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კულტურის დარგის ცენტრალურ და რეგიონულ წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ცენტრალური ხელისუფლებიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკა ანთიძე ესწრებოდნენ.

რეგიონულ ხელისუფლებას სამუშაო შეხვედრაზე აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა ასლანიშვილი და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი წარმოადგენდა.

მომავალი ტურისტული სეზონის დადგომამდე მხარეებმა დაგეგმილი კულტურული ღონისძიებები განიხილეს და მათში ჩართულობისა და კოორდინაციის საკითხებზე ისაუბრეს. ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა რეგიონის ცნობადობისა და პოპულარიზაციისათვის კულტურული ღონისძიებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ რეგიონის მთავრობა უპირატესობას მიანიჭებს მიმზიდველი კულტურული პროგრამების არასეზონურ პერიოდში განხორციელებას. მისი თქმით, აჭარის მთავრობის პრიორიტეტია ტურისტული სეზონის მაქსიმალური გახანგრძლივება და რეგიონის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა წელიწადის ოთხივე სეზონზე.

სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს განათლების, კულტურის, მეცნიერებისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ვლადიმერ მგალობლიშვილი.

პარლამენტის წარმომადგენელის მარიამ ჯაშის თქმით, მნიშვნელოვანია სამთავრობო უწყებებს შორის სწორი კოორდინაცია და კულტურის დარგში საკანონმდებლო დონეზე ინიციატივების მხარდაჭერა. საქართველოს კულტურის სამინისტრომ რეგიონულ გასვლით შეხვედრაზე საპილოტე პროგრამა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც აჭარაში, სხვა რეგიონების მსგავსად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ინვენტარიზაცია უნდა განხორციელდეს.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics