|
2015-01-13 11:02:18, 3341 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის თანაბარი პირობები აქვთ
„ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის თანაბარი პირობები აქვთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართულ–ესტონურ ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისივე შეფასებით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი ბიზნეს გარემოა, რაც საერთაშორისო რეიტინგებში აისახა. „საქართველო სტაბილურობის და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კუთხით რეგიონის ლიდერია. ჩვენი ბაზარი აბსოლიტურად ღიაა უცხოური ინვესტიციებისთვის. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ. ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნეს გარემო, რაც საერთაშორისო რეიტინგებში აისახა. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად წელს, საქართველოში 5%–იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება. გასულ წელს ასევე გქვონდა 5 %იანი ზრდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)