14:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 17:04:07, 2458 ნახვა

სამართალი
ე.წ. მატროსოვის ციხეში მამა გიორგი მამალაძესთან გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ

ე.წ. მატროსოვის ციხეში დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან გამომძიებლები და ექსპერტები მივიდნენ.

როგორც საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა, გამომძიებლები დღეს ბრალდებულისგან დნმ-ის ნიმუშებს აიღებენ.

მისივე თქმით, თუ დეკანოზი  დაკითხვის სურვილს გამოთქვას, ეს დღესვე მოხდება.

„დღეს ექსპერტიზა არ ტარდება, ნიმუშების აღება მოხდება. აღებული ნიმუშები უნდა გადაიგზავნოს სრულყოფილი ექსპერტიზის ჩასატარებლად. თუ ბრალდებული გამოთქვამს სურვილს და მოგვცემს ჩვენებას, მისი დაკითხვა დღესვე მოხდება“,- აღნიშნა  ტყეშელაშვილმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, საქმეზე არაერთი პირი დაიკითხა და მომავალშიც დაგეგმილია მოწმეების დაკითხვა, მათ შორის პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის.

„არსებობს საგამოძიებო გეგმა და ამ გეგმის მიხედვით მოხდება მოწმეების დაკითხვა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics