2017-02-24 12:46:14, 1401 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო ცენტრ ანადოლუს წარმომადგენლებს შეხვდა
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე სამედიცინო ცენტრ ანადოლუს საერთაშორისო სერვისების ხელმძღვანელს დელეკ ინჩის შეხვდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კლინიკის სამედიცინო შესაძლებლობები და ქართველი პაციენტებისათვის დაწესებული შეღავათები განიხილეს.
სამედიცინო ცენტრ ანადოლუს ცენტრალური კლინიკა სტამბოლში მდებარეობს, დაწესებულებას წარმომადგენლობა 62 ქვეყანაში აქვს გახსნილი. ცენტრი თანამშრომლობს საქართველოს სოლიდარობის ფონდთან და ბერი ანდრიას სახელობის ფონდთან. კლინიკაში განვითარებულია ნეიროქირურგია და ბავშვთა ონკოლოგია.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან