|
2017-02-24 12:13:52, 1712 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს
თბილისის მერი დავით ნარმანია, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის თანხის გამოყოფის საკითხზე საკრებულოში მისვლას არ აპირებს. როგორც დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მისი თქმით, ქონება მოსამართლის ოჯახს კანონის სრული დაცვით გადაეცა. „გამომდინარე იქიდან, რომ დღეს იგეგმება პოლიტიკური შოუ, მე ამ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ. ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი საკითხი, რომლის პედალირებასაც სპეციალურად აკეთებენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები. ვინაიდან ეს იქნება პოლიტიკური შოუ და მას რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ტერიტორიის გადაცემა კანონმდებლობის სრული დაცვით გავაკეთეთ, ძალიან კარგად იცის საზოგადოებამ და არა ერთხელ განვუმარტეთ ეს, არ ვაპირებ დღეს დედაქალაქის საკრებულოში მისვლას და არც თბილისის მერიის წარმომადგენლები დაესწრებიან სხდომა. ვფიქრობ, რომ განკარგულება არ უნდა გაუქმდეს. ეს არის აბსოლუტურად კანონიერად მიღებული განკარგულება, რომლის გაუქმების რაიმე სახის სამართლებრივი, პოლიტიკური საფუძველი და მექანიზმი არ არსებობს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, ოპოზიცია საკრებულოში დავით ნარმანიას მისვლას და მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის ქონების გადაცემის საკითხზე ახსნა-განმარტებას ითხოვს.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)