14:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-24 09:27:35, 2424 ნახვა

სამართალი
შსს-მ ნაქურდალი მობილური ტელეფონები ამოიღო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნაქურდალი მობილური ტელეფონები ამოიღო.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ სავაჭრო ცენტრ „პასაჟი 2000“-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ პირები, რომლებიც ნაქურდალი მობილური ტელეფონების რეალიზაციას ახორციელებდნენ.

„სამართალდამცველებმა ადგილზე ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს, რა დროსაც 1976 წელს დაბადებული ზ.გ., 1976 წელს დაბადებული ო.გ., 1968 წელს დაბადებული თ.პ., 1985 წელს დაბადებული მ. ჯ., 1989 წელს დაბადებული ი.ქ., 1983 წელს დაბადებული გ.ბ., 1979 წელს დაბადებული შ.თ. და 1954 წელს დაბადებული ზ. კ. მოწმის სახით დაკითხეს. აღნიშნულმა პირებმა ნებაყოფლობით წარმოადგინეს Iphone-ის, Samsung-ის, HTC-ის, Nokia-ს, Lenovo-ს და Huawei-ს ფირმის 14 მობილური ტელეფონი და „პინდაქსისის“ ფირმის ფოტოაპარატი“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ნაქურდალი ნივთის შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics