08:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 18:03:48, 1265 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქის დაცვის უფროსი თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადი დაცვის უფროსი, თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს „იცრუა“, როდესაც თქვა, რომ პატრიარქის დაცვის უფროსი საპატრიარქოში ილია მეორის გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ არ უნახავს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა გაცნობოთ, რომ მიქაელ ბოტკოველმა იცრუა, მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ მე არ ვიმყოფები საპატრიარქოში. გერმანიიდან ჩამოსვლის დღიდან, მე ვარ საპატრიარქოში და ვასრულებს ჩემს მოვალეობას“, - განაცხადა სოსო ოხანაშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს გამართოს ბრიფინგი, სადაც მისი თქმით, საზოგადოებას საკუთარ გადაწყვეტილებას გააცნობს.

შეგახსენებთ, მამა მიქაელ ბოტკოველმა დღეს განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ილია მეორე საქართველოში დაბრუნდა, სოსო ოხანაშვილი საპატრიარქოში არ უნახავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics