08:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-23 12:31:31, 1114 ნახვა

საზოგადოება
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მოლდოვის დელეგაცია ესტუმრა

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს მოლდოვის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის წევრები ესტუმრნენ.

დელეგაციაში მოლდოვის  ჯანდაცვის სამინისტროს,  სასწრაფო დახმარების ეროვნული ცენტრის, ქვეყნის 112-ის  სამსახურისა და პროექტ РЕПЕМОЛ-ის  წარმომადგენლები შედიოდნენ.

თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცმა და ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო აღჭურვილობა. მოლდოვის დელეგაცია იმყოფებოდა სასწავლო ცენტრში, დაათვალიერა  მე-9 და მე-12 რაიონული სამსახურები, გაეცნო ცენტრში ბოლო დროს დანერგილ სიახლეებს.

ნინა ხატისკაცის განცხადებით, მოლდოვის დელეგაცია საქართველოში იმ  სერვისების გასაცნობად არის ჩამოსული, რომელსაც საქართველო გადაუდებელი დახმარების კუთხით ახორციელებს თბილისსა და ქვეყანაში.

ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მაკა გვარამიამ სტუმრებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დასახეს.

„სტუმრებს აინტერესებდათ, როგორ არის განვითარებული „112“-ის სერვისი საქართველოში. მოეწონათ ჩვენი აღჭურვილობა, გადამზადების ცენტრი და განაცხადეს, რომ აუცილებლად გაიზიარებენ ჩვენს გამოცდილებას“, - განაცხადა მაკა გვარამიამ.

როგორც მოლდოვის  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ კრეჩუნმა  ცენტრში ვიზიტისას განაცხადა, მოლდოვაში 112-ის სამსახური ახლა ფორმირების სტადიაშია და მათთვის მნიშვნელოვანია ქართული მხარის გამოცდილების გაცნობა.

„მოხიბლულები ვართ იმით, რაც საქართველოში ვნახეთ. მედპერსონალი შესანიშნავად არის აღჭურვილი, ძალიან კარგი ავტომობილები გაქვთ, იგრძნობა, როგორ ზრუნავს ქართული მხარე სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებაზე და უზრუნველყოფს ექიმების კვალიფიკაციის ამაღლებას“, - აღნიშნა მოლდოვის  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ოლეგ კრეჩუნმა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics