2017-02-23 10:17:21, 1272 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის კარდიოლოგი: ოპერაციის შემდგომი პერიოდი მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს მოითხოვს
„ოპერაციის შემდგომი პერიოდი მეტ ყურადღებას და სიმშვიდეს მოითხოვს“,-ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ექიმის თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
"დიდი ოპერაცია გადაიტანა, ამჟამად მდგომარეობა კარგია",-აღნიშნა ექიმმა.
ცნობისთვის, უწმინდესს და უნეტარეს ილია მეორეს 13 თებერვალს ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ოპერაცია გაუკეთდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან