07:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-22 12:01:37, 1124 ნახვა

საზოგადოება
ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ანა დოლიძე საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის უჩა სეთურის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება სცდება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს.

„პროექტში არ არის დაკონკრეტებული თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს - ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს - ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე, და რომც დაეკისროს, ვერ შესრულდება.

დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს", - განაცხადა უჩა სეთურმა შეხვედრაზე.

მისი განცხადებით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობა მცირე და საშუალო ბიზნეს ორგანიზაციაა.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით ანა დოლიძე უკვე შეხვდა მოძრაობას „ეს შენ გეხება", საქართველოს სახალხო დაცველს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული  კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, მსხვილი მობილური კომპანიების  წარმომადგენლებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics