2017-02-21 19:22:14, 1448 ნახვა
საზოგადოება
დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ავერსის კლინიკაში გადაჰყავთ
დეკანოზი გიორგი მამალაძე, მკურნალობას ავერისის კლინიკაში გააგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, მამა გიორგის ჩაფიძის კლინიკიდან უახლოეს წუთებში გადაიყვანენ. ავერისის კლინიკაში სახელმწიფო დაცვის სამსახური უკვე მობილიზებულია.
ბრალდებულ სასულიერო პირს ფილტვებზე დამატებითი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს.
ამასთან, ჩაფიძის კლინიკის კარდიოლოგის სოფო უნგიაძის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომრეობა სტაბილურია. მისივე თქმით, ამ დროისთვის მას მაღალი ტემპერატურა არ აქვს. დაგეგმილია დამატებითი გამოკვლევები, კერძოდ გულმკერდის კომპიუტერულ ტომოგრაფია და თავის მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან