07:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 16:14:50, 1202 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პირველი კონსტიტუცია 96 წლის გახდა

საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 96 წელი გავიდა. პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს მოქალაქეებს ეს თარიღი მიულოცა. 

ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რაც ხაზს უსვამს საქართველოს მდიდარ სამართლებრივ ტრადიციებს. 

„დღეს 96 წელი შესრულდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ოკუპაციის გამო 1921 წლის კონსტიტუციამ მხოლოდ რამდენიმე დღე იმოქმედა, განუზომლად დიდია ამ სამართლებრივი დოკუმენტის როლი თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საქმეში. ჩვენ ვამაყობთ, რომ 1921 წლის 21 თებერვალს მივიღეთ ისეთი უზენაესი კანონი, რომელიც მაშინდელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია სწორედ 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რაც ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის მდიდარ სამართლებრივ ტრადიციებს. გილოცავთ ამ უმნიშვნელოვანეს თარიღს!“, - ნათქვამია პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics