2017-02-21 15:52:30, 1385 ნახვა
საზოგადოება
რობაქიძის გამზირზე ახალი ტროტუარები ეწყობა
დიდუბის რაიონის გამგეობასაგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, საგზაო სამუშაოები რობაქიძის გამზირზე მიმდინარეობს. კონტრაქტორმა კომპანიამ დაზიანებული ბორდიურები და ტროტუარის საფარი მოხსნა.
მათივე ცნობით, დემონტაჟის შემდგომ, გაკეთდება ახალი ბორდიურები, ხოლო საფეხმავლო ტროტუარებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება.
საგზაო სამუშაოები, ასევე, მიმდინარეობს წერეთლის გამზირის N111-სა და 113-ში, რომელიც დასკვნით ეტაპზეადა რამდენიმე დღეში დასრულდება.
წერეთლის გამზირის N105-ში კონტრაქტორმა კომპანიამ კი სამუშაოები უკვე დაასრულა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან