|
2017-02-21 13:33:09, 1439 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტროში კოლუმბიასთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
საქართველოსა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-5 რაუნდი გაიმართა. როგორც „ექსპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, კონსულტაციებს საქართველოს მხრიდან თავმჯდომარეობდა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია, ხოლო კოლუმბიის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პატი ლონდონიო. უწყების ინფორმაციით, პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში დავით ჯალაღანიამ და პატი ლონდონიომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის მთავრობების გადაწყვეტილებით 2015 წლიდან ჩვეულებრივი პასპორტების მფლობელთათვის ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი. პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის დღის წესრიგი, კმაყოფილებით აღნიშნეს ურთიერთობებში არსებული მზარდი დინამიკა, მათ შორის მაღალი დონის შეხვედრების ინტენსივობა. დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების შემდგომი ნაბიჯები ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. კოლუმბიელების მხრიდან განსაკუთრებული დაინტერესება გამოიხატა რაგბის მიმართულებით საქართველოს წარმატებული გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა რეგიონალურ და საერთაშორისო ფორმატებში. ამ კუთხით მხარეებმა განიხილეს წყნარი ოკეანის ალიანსის თავმჯდომარეობის პერიოდში კოლუმბიის პრიორიტეტები და ამ ფორმატში თანამშრომლობის საკითხები. „კოლუმბია საქართველოს ერთგული და აქტიური პარტნიორია ლათინური ამერიკისა და კარიბის ქვეყნებს შორის. კოლუმბია, საქართველოს მსგავსად ლათინურ ამერიკაში არის რეგიონში ერთგვარი დამაკავშირებელი ჰაბის როლის მატარებელი ქვეყანა. დღეს გავმართეთ ქვეყნებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მეხუთე რაუნდი და ვისაუბრეთ ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა კოლუმბიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას. ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში კოლუმბიის დელეგაციის წარმომადგენლები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში და ეროვნულ მუზეუმში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)