06:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 10:23:20, 967 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: შესაძლოა, საქართველომ ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შვეიცარიაში მოკლე ვიზიტი შეაჯამა.

კვირიკაშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში  გაიმართა უმნშვნელოვანესი შეხვედრები ზამთრის სპორტის სახეობების ოლიმპირი კომიტეტის პრეზიდენტთან, ასევე შვეიცარიის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტთან და ავსტრიის ფედერაციის პრეზიდენტთან. კვირიკაშვილის ინფორმაციით,  შესაძლოა, საქართველომ ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში   მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს:

„საუბარი გვქონდა საქართველოში მსხვილი საერთაშორისო მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების ზამთრის რომელიმე სახეობაში. მოგეხსნებათ ამას სჭირდება მომზადება და იქ არის უკვე გამოკვეთილი ქვეყნები, რამდენიმე წლის განმვლობაში, დაახლოებით 5 წლიან პერსპექტივაში ჩვენ არ არის გამორიცხული, რომ საქართველოში შევიტანოთ განაცხადი და წარმატებით მივიღოთ უფლება, რომელიმე სახოებაში შეიძლება ეს იყოს freestyle da სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ტურნირის ჩატარების. ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი საქართველოში ამ მიმართულებით ინვესტიციებისთვის, სახელმწიფო გააგრძელებს ძალიან დიდი აქცენტის გაკეთებას სახელმწიფო ინვესტიციების და კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის პარტნირტობის მოდლებეის გამოყენებას”,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics