06:26 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 16:41:49, 1109 ნახვა

საზოგადოება
მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს უშიშროების საბჭოს ღია დებატებში მონაწილეობას მიიღებს

საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ხვალ   გაერო-ს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის ღია დებატებში თემაზე „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება - კონფლიქტები ევროპაში" მონაწილეობას მიიღებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დებატები უშიშროების საბჭოს უკრაინის თავმჯდომარეობის მიერ არის ორგანიზებული.

დებატების ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა. 

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის გაერო-ს ახლადდანიშნულ  გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტიერეშთან.

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics