|
2017-02-20 15:24:25, 1896 ნახვა
სამართალი
ხუციშვილი დემურ სტურუას საქმეზე: მაქსიმალურად დისტანცირებული ვართ, რომ ჩვენი მხრიდან რაიმე ჩარევის ფაქტი არ იყოს
„სტურუას საქმე მთლიანად პროკურატურის განკარგულებაშია და მათ შორის ის საქმეც, რაც დედამისის ზეწოლას ეხებოდა“, - ასე უპასუხა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის სერგო რატიანის კითხვას - „რა მიმართულებით არის წასული გამოძიება დემურ სტურუასთან დაკავშირებით“. „დემურ სტურუას საქმე მთლიანად არის პროკურატურის განკარგულებაში და მათ შორის ის საქმეც რაც დედამისზე ზეწოლას ეხებოდა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დისტანცირებული, რომ რაიმე მიკერძოების ან ჩვენი მხრიდან რაიმე ჩარევის ფაქტი არ იყოს. ის პირი, ვის მიმართაც არის ბრალდება ამჟამად იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, შესაბამისად ყველა სტანდარტი რაც კრიმინალურ ქეისებზე არსებობს ხოლმე, მძიმე დანაშაულზე ეს სტანდარტები დაცულია. მეტს ჩვენი მხრიდან ვერაფერს ვერ მოგახსენებთ ამ საკითხზე“,-განმარტა შს მინისტრის მოადგილემ. შეგახსენებთ, სოფელ დაფნარში 7 აგვისტოს 22 წლის დემურ სტურუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან გარდაცვალებამდე წერილი დაწერა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზად, პოლიციის თანამშრომლის, გოდერძი თევზაძის მხრიდან ზეწოლას ასახელებდა. სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე პროკურატურამ ბრალი პოლიციელ გოდერძი თევზაძეს წაუყენა, თუმცა ბრალდებული ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა. აღკვეთის ღონისძიების სახით მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი გოდერძი თევზაძე სამართალდამცავებს ჩაბარდა. გოდერძი თევზაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. თევზაძე მიმალვაში იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)