|
2017-02-20 14:15:35, 2263 ნახვა
სამართალი
შსს-დან 158 პოლიციელი გათავისუფლდა
შინაგან საქმეთა სამინისტროდან გენერალური ინსპექციის მიერ 158 პოლიციელი იქნა დათხოვნილი. ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, 158 ადამიანი სხვადასხვა დისციპლინური დარღვევისთვის გათავისუფლდა. „სულ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ იქნა გენერალური ინსპექციის მიერ 158 ადამიანი. ეს არის ყველ საქმეზე და ეს იმის ნიშანია, რომ ჩვენ სტატისტიკა გვაქვს. ხოლო დაკავებას რაც შეეხება, 13 საქმე აქედან გადაგზავნილი იქნა მთავარ პროკურატურაში. როდესაც საქმე ეხება დაკავების დროს ძალის გადამეტებას, სამსახურიდან დათხოვნა და გენერალური ინსპექციის მიერ დისციპლინურ შემოწმება არ ხდება, ეს საქმე ავტომატურად გადაეცემა პროკურატურას იმისთვის რომ ჩვენ არ ვიყოთ მიკერძოებული ამ შემთხვევაში. ეს 158 ადამიანი გათავისუფლებულია სხვადასხვა დისციპლინური დარღვევისთვის, მაგრამ უშუალოდ დაკავებას რაც შეეხება, ყველა ეს საქმე საბოლოო ჯამში მიდის პროკურატურამდე იმის გამო, თუ რა თქმა უნდა სისხლის სამართლის ნიშნებია. ასეთი 13 საქმე გვქონდა და 2 არის ამჟამად მიმდინარე გენერალური ინსპექციის წარმოებაში, რომ გადაწყვიტოს ეს საქმე წავა პროკურატურაში თუ არა“,-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)