06:42 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-20 13:41:29, 1770 ნახვა

პოლიტიკა
ნინო გვენეტაძემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ოპოზიციის შეკითხვები უპასუხოდ დატოვა

4უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეკითხვებს არ უპასუხა.

გვენეტაძემ დეპუტატების საპასუხოდ განაცხადა, რომ სამართალწარმოების პროცესი მიმდინარეობისას, ვერც ამ პროცესზე და ვერც კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს

მანვე დასძინა, რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სამოსამართლეო ეთიკით არის შებოჭილი.

„ვაღიარებ, რომ ეს კითხვები არის საზოგადოებაში. მაგრამ ორი მთავარი რამ არის გასათვალისწინებელი, უპირველესად ჩემს მიერ შესასრულებელი - ეს არის სამოსამართლეო ეთიკა და მეორე ეს არის დაუსრულებელი სასამართლოს პროცესი უზენაეს სასამართლოს საკასაციო პალატაში. საქმის წარმოება ჯერ არ არის დასრულებული. ამ საქმის დასრულების შემდეგ სასამართლოს ექნება განცხადებები, რომელიც უპასუხებს თქვენს კითხვებს. სანამ პროცესი არ არის დასრულებული, რაიმე კომენტარი ჩემის მხრიდან მიმდინარე სამართალწარმოების პროცესზე, დაუშვებელია“, - განაცხადა ნინო გვენეტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics