|
2017-02-19 15:56:13, 1973 ნახვა
პოლიტიკა
გვარამია ივანიშვილზე: ამ კაცის ადგილი ჩვენს გულებში არ არის
„რუსთავი2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გავრამიამ თბილისის პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. გვარამიამ მოქალაქეებს ტელეკომპანიის გვერდით დგომისთვის მადლობა გადაუხადა.ამასთან, გვარამიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიმართა, დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღონ: ”იმიტომ ვარსებობთ, რომ თქვენ ხართ ჩვენთან ერთად. ეს კაცი მუდმივად გვიყურებს, გვითვალთვალებს, არ ვუყვარვართ. მას სძულს არა მარტო „რუსთავი 2“, არამედ ყველა სიკეთე, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს. ჩვენ დავიღალეთ ამ კაცისგან. ყოველთვის ვაჩვენებთ, როგორ გვისმენს, როგორ გვართმევს ქონებას. ამ კაცმა დააბრუნა საქართველოში 1984 წელი. ამ კაცის ადგილი არ არის ჩვენს გულებში, ჩვენ მას არ შემოვუშვებთ არასდროს. რუსთავი 2- ში ვერ გაიჭაჭანებს. მოვუწოდებ უზენაესის მოსამართლეებს, პოლიტიკოსებს, ნუ გაჰყვებით ამ კაცის გზას, ეს ბარაბას გზაა. გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, ის ქრისტეს გზაზე დადიოდა და მოკლეს. მახვილივით გვაკიდია ივანიშვილის რისხვა, მაგრამ არ გვეშინია. ვმუშაობთ თქვენთვის ყველაზე უკეთესად. ვიმუშავებთ კიდევ. ვითხოვთ სამართლიანობას უზენაესი სასამართლოსგან. მან არა სიტყვის თავისუფლება უნდა დაიცვას, არამედ უნდა შობოს დამოუკიდებელი სასამართლო. ნუ გაჰყვებით ბარაბას გზას, ურთმელიძეს, ნაზღაიძეს. გაჰყევით ქრისტეს გზას და შეხვალთ ქვეყნის ისტორიაში”,- განაცხადა გვარამიამ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)