05:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 14:33:09, 1171 ნახვა

საზოგადოება
„რუსთავი2“-ის მხარდამჭერები ვარდების მოედნიდან შპარლამენტის შენობისკენ მსვლელობით მიემართებიან

ვარდების მოედანზე „რუსთავი2“-ის მხარამჭერები შეიკრიბნენ. მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა,  ტელევიზიის მხარდასაჭერად რაიონებიდან ჩამოსულები არიან  პარტიის აქტივისტები. მისივე თქმით, დღეს საზოგადოება იცავს არა მხოლოდ „რუსთავი2“-ს, არამედ  ნებისმიერ ტელევიზიას, გაზეთს, თუ სააგენტოს.

„თუკი „რუსთავი2“ დამარცხდება, მთელს ქვეყანაში გაჩნდება განცდა, რომ  „რუსთავი2“-ს როგორც მოერია ხელისუფლება, ისე მოერევა შედარებით სუსტებს. ვიცავთ დეოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ არავის დავანებებთ,  ქვეყანაში ფეხვქეშ გათელოს ჩვენი უფლებები. ფაქტობრივად, დარჩა ბოლო ბასტიონი. პირველი არხიც კი ვერ აიტანეს, ხელისუფლებას დამორჩილებული მაუწყებელიც  კი. ჯერ კიდევ შეიძლება მივაწვდინოთ ჩვენი ხმა. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ , პარტიის აქტივი ჩამოსულია რაიონიდანაც. თითოეული საქართველოს კუთხე, „ ნაციონალური მოძრაობის“ თითოეული  წევრი, საკუთარი სურვილით, რწმენით დგას აქ ჩვენს გვერდით“,-განაცხადა რომან გოცირიძემ.

ამწუთებში ვარდების მოედანზე შეიკრებილები პარლამენტის შენობის მიმართულებით მსვლელობით გადაადგილდებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics