05:29 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-19 13:23:26, 2014 ნახვა

საზოგადოება
კასპში ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით ოლიმპიადა ჩატარდა

„სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოების“ ინიციატივით,  „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის“ ორგანიზებით ქ. კასპში ხოჯალოს გენოციდთან დაკავშირებით ოლიმპიადა ჩატარდა.

ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო კასპის 5 სკოლის 60-მა მოსწავლემ.

ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე, სოსო ქვათაძე. მეორე ადგილზე გავიდა ამავე სკოლის მოსწავლე მირიან ჩადუნელი, ხოლო მესამე ადგილზე ერგო ქ. კასპის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეს, მარიამ ბაშარულს. ოლიმპიადის 5 საუკეთესო მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

„ძალიან კარგია ასეთი სახის ღონისძიებების ჩატარება. განსაკუთრებით კარგია მაშინ, როდესაც ასეთ ღონიძიებებს რამდენიმე დაწესებულება ვატარებთ ერთად. სწორედ ამიტომ მადლობა მინდა გადავუხადო როგორც „საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციას“ და მის ხელმძღვანელ ალი ბადიროვს, ასევე ბესიკ ნიპარიშვილის კასპის სკოლა-გიმნაზიას. იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა და ბევრ მსგავს ღონისძიებას და პროექტს განვახორციელებთ ერთად“ - აცხადებს „სამოქალაქო აქტივობების განვითარების საზოგადოების“ ხელმძღვანელი ნიკა მარკოზაშვილი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics