|
2017-02-19 10:22:26, 2320 ნახვა
სამართალი
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტები ესტუმრნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის (Cieca) დელეგაცია ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, Cieca-ს დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებს - შალვა ხუციშვილს და დავით ვარდიაშვილს შეხვდნენ. უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა ხუციშვილი სტუმრებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და ინოვაციურ პროექტებზე ესაუბრა. მხარეებმა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში გატანის საკითხი განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შსს-ს მომსახურების სააგენტო დაათვალიერეს და იქ არსებულ სერვისებს ადგილზე გაეცნენ. სააგენტოს დირექტორთან, ნიკა გელაშვილთან შეხვედრისას, მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო კომისიის ექსპერტებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და მართვის მოწმობის გაცემის საკითხებზე იმსჯელეს. დელეგაციის წევრებმა ქართულ მხარეს მართვის მოწმობის გაცემის პროცედურების შესახებ საერთაშორისო და ევროპული გამოცდილება გაუზიარეს და მძღოლთა ტესტირების თანამედროვე მეთოდებზე ისაუბრეს. Cieca-ს ექსპერტები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. შეხვედრაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების აქტუალური საკითხები განიხილეს. უცხოელმა ექსპერტებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს. მათ განსაკუთრებული ყურადღება მართვის მოწმობის გაცემის საკითხს დაუთმეს. Cieca - მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც 1956 წელს დაარსდა და ევროკავშირის ქვეყნებში საგზაო მოძრაობის სტანდარტების შემუშავებას, მხარდაჭერასა და მონიტორინგს უზრუნველყოფს. შსს-ს მომსახურების სააგენტო Cieca-ში 2014 წელს გაწევრიანდა და აღნიშნულ ორგანიზაციასთან დღემდე აქტიურად თანამშრომლობს. სააგენტო სისტემატურად მონაწილეობს მძღოლთა ტესტირების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამართულ სხვადასხვა სემინარსა და კონგრესებში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)