|
2017-02-19 09:57:53, 2478 ნახვა
სამართალი
შსს-ს არქივმა უნიკალურ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა
ოკუპაციის მუზეუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ, კონრად ადენაუერის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს გასაბჭოების პერიოდზე მომზადებული მონოგრაფიის - „მშვიდობით, ძმებო, გვხვრეტენ ამაღამ!“ - პრეზენტაცია გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, კონრად ადენაუერის ფონდის რეგიონული პროგრამის - „სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი“ - დირექტორი თომას შრაპელი, ისტორიკოსები, მკვლევარები, რეპრესირებულთა შთამომავლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრენ. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული წიგნის მიზანია საქართველოს უახლესი ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდის - გასაბჭოების პირველი წლების ამსახველი ისტორიული საარქივო მასალების გასაჯაროება. მონოგრაფიის მეშვეობით, მკვლევარებისა და მკითხველთა ფართო წრისთვის, შსს-ს არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა ხელმისაწვდომი გახდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)