2017-02-18 14:15:39, 1088 ნახვა
საზოგადოება
ჩაფიძის სახელობის კლინიკასთან დეკანოზ გიორგი მამალაძის ახლობლები არიან შეკრებილი
ჩაფიძის გულის ცენტრთან, სადაც დეკანოზი გიორგი მამალაძეა მოთავსებული, დაკავებულის მეგობრები არიან შეკრებილი.
იმის გათვალისწინებით, რომ პაციენტი კლინიკაში სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის გადაყვანილი, ახლობლებს მისი მონახულების საშუალება არ აქვთ.
შეკრებილები დეკანოზის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველებისგან იღებენ.
ერთ-ერთი მეგობრის მარიამ ტარიელაძის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძეს ოპერაცია და ორი კლინიკური სიკვდილი აქვს გადატანილი.
ცნობისთვის, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მამა გიორგი მამალაძის კლინიკაში მონახულებას აპირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან