2017-02-18 12:31:28, 1067 ნახვა
საზოგადოება
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონისა და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზებზე მოძრაობა თავისუფალია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ინტენსიური თოვის გამო, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე და ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აცხადებენ დეპარტამენტში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან