|
2017-02-18 10:47:07, 1548 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძე დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა
მიუნხენის 53-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრს სერ ალან დუნკანს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა განიხილეს. საუბარი შეეხო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებით არსებულ ურთიერთობებს და იმ ახალ შესაძლებლობებს, რასაც ორმხრივი თანამშრომლობა ქმნის. სახელმწიფო მინისტრმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე. ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა სერ ალან დუნკანს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მხარდაჭერისთვის და არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში გაერთიანებული სამეფოს აქტიური ჩართულობისთვის. სახელმწიფო მინისტრი მიესალმა ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას და ქართველ ხალხს მიულოცა ახლო მომავალში შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილების შესაძლებლობა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირიდან, საქართველოსთან ურთიერთობებში ბარიერებს არ შექმნის და დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)